პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
საზოგადოებაში ძალიან დაბალია აუტიზმის შესახებ ცნობიერების დონე.ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი,88 ბავშვში ერთი აუტისტია.ეს არის დაავადება,რომელიც ყოველ წელს პროგრესირებს(გასული საუკუნის 60-ან წლებთან შედარებით შემთხვევები 4-5-ჯერ არის გაზრდილი).აუტიზმი გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანთა შორის.ბიჭები უფრო ხშირად ავადდებიან,ვიდრე გოგონები.აუტიზმის დაავადებულთა რიცხვის ზრდა ეკოლოგიურ დაბინძურებებასთან პირდაპირ კავშირშია.ამიტომ,საჭიროა საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ამ დაავადების მიმართ.
პროექტის მიზნები/შედეგები
მოსწავლეების მიერ აუტიზმის შესახებ მოძიებული მასალის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოსწავლის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტის შექმნა (ბუკლეტი,კედლის გაზეთი,პრეზენტაცია).
პროექტის განხორციელების შემდეგ ამაღლდება ცნობიერების დონე აუტიზმის შესახებ როგორც მოსწავლეებში,ასევე საზოგადოებაში.
პროექტის მდგრადობა
პროექტის მდგრადია,ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც.აუტიზმი არის პრობლემა,რომლის შესახებაც მუდმივად უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირებულობა.საზოგადოება უნდა შეეჩვიოს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას.არ უნდა გაკიცხოს ისინი მეტად თავისებური ქცევის გამო.მშობლებმა არ უნდა მოითხოვონ,რომ აუტისტმა ბავშვმა ცალკე უნდა ისწავლოს.პირიქით,სსსმ მოსწავლე ხომ თანაკლასელებისაგან სწავლობს მოქცევის წესებსა და ურთიერთობას.თავის მხრივ კი, რიგითი მოსწავლეც სწავლობს მისგან ოდნავ განსხვავებულთან ურთიერთობას.ხდება მეტად მზრუნველი და ტოლერანტული.ამიტომ პროექტის ფარგლებში,მოხდება რჩევების მიცემა კლასის დამრიგებლებისათვის.ამ თემაზე კლასის საათის ჩატარებისას შესაბამისი ფილმების ჩვენება/განხილვის მოწყობა.ვფიქრობ ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული,სრულფასოვანი მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
თემის შინაარსი
სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში ვიყენებ ელექტრონულ ფოსტას gmail.com სკოლის გარეთ ურთიერთობისთვის,რათა მოსწავლეებს გავუგზაცნო ინტერნეტით მოძიებული მასალები,პრეზენტაციის,ბუკლეტისა და კედლის გაზეთის მოსამზადებლად.ასევე მათგან უკუკავშირის მისაღებად.
პირველი ეტაპი: მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ ინერნეტით მოძიებულ მასალებს.ვაწარმოებთ გამოკითხვას მოსწავლეებში და მოსახლეობაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის დონის დასადგენად.
მეორე ეტაპი: ხდება მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად,სხვადასხვა ფუნქციების შესასრულებლად(კედლის გაზეთი,საიფორმაციო ბუკლეტი,პრეზენტაცია).
მესამე ეტაპი: მოსწავლეები ახდენენ გამოკითხვას,მოძიებული მასალისა და ჩემი დახმარებით ამზადებენ პროექტის პროდუქტებს.
მეთხე ეტაპი: მოეწყობა პრეზენტაცია სკოლაში და დაწყებითი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყობა ნახატების გამოფენა პროექტის თემასთან დაკავშირებით.
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები
გამოკითხვის ან ბუკლეტების დარიგების დაგეგმილ დღეს წვიმიანი ამინდი
უარი გამოკითხვის ჩატარების დროს
ტექნიკური პრობლემები (ინტერნეტკავშირის გათიშვა ან არარსებობა, ელექტროენერგიის გათიშვა და ა.შ).
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
ა) წიგნიერება. თანამედროვე გაგებით წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის,წერის,ინფორმაციის დამუშავების,იდეების და მოსაზრებების გამოთქმის,გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემის მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე,რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.
გ) ციფრული წიგნიერება (იგივეა რაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგივე ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების,ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინებების პროგრამების გამოყენების უნარსაც,რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება.ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყებება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში.
ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სამოქალაქო და სოციალური კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას როგორებიცაა: კონსტრუქციული
თანამშრომლობა,პრობლემების მოგვარება,კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. გადაწყვეტილების მიღება,შემწყნარებლობა,სხვისი უფლებების პატივისცემა,დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
ისტ ტექნ. VI.1 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით,ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარ (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ.
გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის.
მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია
ისტ ტექნ.VI.4.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
პროექტის კალენდარი
ჯგუფების შექმნა და ფუნქციების განაწილება - 20.03.2019წ
გამოკითხვის დაგეგმვა - 21.03.2019წ.
მოძიებული მასალების განხილვა,დახარისხება, შენახვა და დამუშავება ელექტრონულად ( ერთი კვირის მანძილზე).
ბლოგის შექმნა და მასალების გამოქვეყნება (ეტაპობრივად პროექტის მიმდინარეობისას).
ურთიერთობა და თანამშრომლობა ერთმანეთთან რეგულარულად (ორი კვირის განმავლობაში).
ბუკლეტების დარიგება - 28.03.2019წ.—29.03.2019წ.
გაზეთის გამოკვრა და პრეზენტაცია - 02.04.2019წ.
ნახატების გამოფენა- 02.04.2019წ.
სოციალური საჭიროებები
მივცემ მითითებებს მასალების მოძიების, ბუკლეტის,გაზეთის,პრეზენტაციის მომზადების პერიოდში
მივაწვდი ბუკლეტის შაბლონებს
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტი იწყება გამოკითხვით და გონებრივი იერიშით,რომლის მიზანია მოსწავლეთა ინფორმირებულობის განსაზღვრა.მათი ინტერესის გაღვივება,მუშაობის წინ მოტივაციის ამაღლება.პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობის და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის გამოკითხვაც გამოიყენება.პროექტის დასაწყისში წარვადგენ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკას და პროექტზე მუშაობის რუბრიკას,რათა მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მიიღონ
ინფორმაცია მათ მიმართ პროექტის მოლოდინების შესახებ და შეძლონ მუშაობის განმავლობაში დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა.ეს კი,დამეხმარება მე
მომავალი პროექტების დაგეგმვა განხორციელებაში.მუშაობის პროცესში მოსწავლეებს დავეხმარები საჭიროებისამებრ.შევაფასებ მათ პროგრესს და დავაკვალიანებ.წავახალისებ მოსწავლეებს გაუზიარონ უკუკავშირი ერთმანეთს პროექტის დასრულების შემდეგ.ბოლოს გამოვიყენებ პროექტის შეფასების კითხვარს და პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკას,რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი.
საბაზისო უნარ-ჩვევები
ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
ტექნიკური უნარ-ჩვევები (Microsoft Office Word, Microsoft Office Power Point)
ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები
ტექნოლოგია - ტექნიკა
ტექნოლოგია- პროგრამული უზრუნველყოფა
ინტერნეტ რესურსები:
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=13&t=1752
https://www.medicalnewstoday.com/articles/323758.php
http://b2p.ge/ra-aris-autizmi/
https://www.google.ge/search?q=%E1%83%A0%E1%83%90+%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjvjvH-x9bhAhUQcZoKHaJuAnYQ_AUIDigB&biw=1366&bih=657
|