წინასწარი გამოკითხვა
2019 წლის 3მაისს მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა ნარკომანიასთან
დაკავშირებით როგორც მოსწავლეებში და მასწავლებლებში, ასევე მოსახლეობაში,ეწვივნენ სოფელ ტყვიავში არსებული ჯვართამაღლების ტაძრის მამაოს,სოფელ ერგნეთში არსებული
ამბულატორიის ექიმს და პატრულ-ინსპექტორს .აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას და მოსწავლეებს
ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით.რაც შეეხება ექიმს,მამაოს და პატრულ-ინსპექტორს მათგან კი მივიღეთ ჩვენთვის
საინტერესო და პროექტისათვის შესაბამისი ინფორმაცია.
სოციალური პროექტის ,,ნარკომანია’’
გეგმა
|
||
სოციალური პროექტის ხელმძღვანელი
|
||
სახელი და გვარი
|
ია მეტრეველი
|
|
თანამდებობა
|
ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი
|
|
რაიონი
|
გორი
|
|
სკოლა
|
სსიპ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა
|
|
თემის დასახელება
|
ნარკომანია
|
|
საფეხური/კლასი
|
საბაზო/საშუალო. მე-9,მე-10,მე-11 კლასები
|
|
განხორციელების დრო
|
1 თვე
|
|
აზროვნების ზედა დონის უნარები
|
დაგეგმვა,ორგანიზება,კვლევა,თნამშრომლობა,კრიტიკული
და შემოქმედებითი აზროვნება.
|
|
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა:
საზოგადოება,კერძოდ კი მოზარდები
გაერკვნენ,რომ დღეს,გლობალური კატაკლიზმების პირობებში,მაშინ როდესაც უამრავი საფრთხე
გვემუქრება,მწვავედ დგება ადამიანის არსებობის პრობლემა.ამ პრობლემებს აღრმავებს
და ხელს უწყობს მავნე ჩვევები,რაც ჩვენს ქვეყანაში მწვავე პრობლემად დგას,რეალურ
საშიშროებას უქმნის ჩვენს ერს.მათ შორის პრობლემად გვესახება - ნარკომანია.
მოზარდებმაც და მთლიანად საზოგადოებამ
უნდა გაითვისონ,თუ როგორ უშლის მავნე ჩვევები ხელს იცხოვროს უსაფრთხოდ,იყოს ბედნიერი,წარმოიდგინოს
საშიშროება იმისა,თუ რამდენად ხდება პიროვნება დამოკიდებული ნარკოტიკზე.მივიყვანოთ
იმ დასკვნამდე,რომ დასაწყისშივე უარი თქვას
მავნე ჩვევებზე,უფრო მეტიც, ჩაერთოს მის წინააღდეგ გამართულ მოძრაობაში.მან უნდა
შეძლოს წინააღდეგობა გაუწიოს იმ ხელშემწყობ ფაქტორებს,რომლებიც იწვევენ ამ მავნე
ჩვევებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.ჩვენი მცდელობაა,ჩვენს თანატოლებს გავუღვივოთ
სურვილი უარი თქვან მავნე ჩვევებზე.ხელი შეუწყოთ მათ სულიერ,ფიზიკურ და მორალურიგანვითარების
სწორად წარმართვას,რათა თავი იგრძნონ ჯანსაღი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
შვეიცარიისა და სკანდინავიის ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა,
რომ მათთვის,ვინც უარი თქვა ნარკოტიკების მოხმარებაზე,გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ამ საშუალებების მავნებლობის გაცნობიერებამ.ისეთი
ფაქტორები,როგორიც არის აკრძალვა მშობლების მხრიდან,დასჯის საფრთხე და მკაცრი სანქციები
თავისი მნიშვნელობით თითქმის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
პროექტის
მიზნები/შედეგები:
v მოსწვლეებს გამოუმუშაოთ ინფორმაციის დამოუკიდებლად
მოძიების,დახარისხებისა და ანალიზის უნარ-ჩვევები.
v მოსწავლის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე
პროდუქტის შექმნა(ბუკლეტი,პრეზენტაცია,პოსტერი).
v მოსაწვლეები
გააცნობიერებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე
ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს.
v მოზარდმა
გაათვითცნობიეროს,თუ რა არის ჯანსაღი საზოგადოება და გაიაზროს,რომ აუცილებლად უნდა
იყოს ჯანსაღი,როგორც ფიზიკურად,ისე სულიერად,რათა გახდეს ჯანსაღი საზოგადოების სრულუფლებიანი
წევრი.
v შეძლებენ
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
კრიტიკული
აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
·
საღი მსჯელობა და აღქმა
·
რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება
·
სხვადასვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების
გააზრება
·
მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა
მოსაზრების გასაცნობად უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.
·
ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება
პრობლემების გადასაჭრელად კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია
და თანამშრომლობა
·
იდეებისა და აზრების ნათლად და ეფექტურად გამოხატვა
წერილობით თუ სიტყვიერი ფორმით.
·
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება
·
საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის
მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება.
·
პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო,მედია
და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
·
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,კრიტიკული
და კომტეტენტური შეფასება.
ლიდერობა
და პასუხისმგებლობა
·
ჩართული მხარეების ძლიერი თვისებების/გამოყენება საერთო
მიზნების მისაღწევად.
·
ფართო
საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება,პასუხისმგებლიანი მოქმედება.
პროდუქტიულობა
და ანგარიშვალდებულება
·
მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა
სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის.
·
გულმოდგინებისა და პოზიტიური ეთიკის დემონსტრირება(
მაგ:პუნქტუალობა და სანდოობა).
|
პრეზენტაციის შეფასების სქემა
ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა
ჯგუფის თითოეული წევრის თვითშეფასების სქემა ფოტომასალა
რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის ,,ნარკომანია’’ განხორციელება.პროექტის დაგეგმვის მიზანი იყო აგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერების დონე ნარკომანიასთან დაკავშირებით.სამიზნე ჯგუფად შევარჩიე IX - X -XI კლასის მოსწავლეები. დამატებითი მუშაობის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტურია და მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დადგენა.ეს სამუშაოს წარმატების,მოსალოდნელი პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად მიმაჩნია.
პროექტის მიზნის გაცნობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკურებით,ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ ნარკოტიკების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.მოსწავლეებს გაუჩნდთ სურვილი აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროექტში და მოეპოვებინათ უფრო მეტი ინფორმაცია ნარკოტიკების როგორც დადებით,ასევე უარყოფით შედეგებზე. მოსწავლეების მაღალი მოტივაციიდან გამომდინარე შევიმუშავე გეგმა,როგორ,და რა ვადებში,რა რესურსებით ვიმუშავებდი მათთან.პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ ორი კვირის განმავლობაში (01.05.2019წ.- 24.-05.2019წ.).შევიმუშავეთ ქცევის წესები,რომელთა დაცვა უზრუნველყოფდა ეფექტურ მუშაობას.ვმუშაობდით გუნდურად,ჯგუფურად,ინდივიდუალურად.მოვიძიეთ რესურსები,დამხმარე ლიტერატურა და დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით თითოეულ შეხვედრას.
მუშაობა მრავალეტაპიანი იყო:
ü მოსწავლეებთან ერთად მოვახდინეთ ჯგუფების შექმნა.ჯგუფებმა გადაინაწილეს დავალებები. I ჯგუფმა მოამზადა ბუკლეტები,II ჯგუფმა პოსტერი,III ჯგუფმა პრეზენტაცია,IV ჯგუფმა კი აწარმოა გამოკითხვა.
ü მოსწავლეებთან ერთად მოვახდინეთ მოძიებული მასალის დახარისხება.დავგეგმეთ გამოკითხვის ჩატარების დღე როგორც მოსწავლეებში და მასწავლებლებში, ასევე მოსახლეობაში.
ü მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა,როგორც უბნის ექიმთან( ქალბატონ თამილა მინდიაშვილთან ), პატრულ ინსპექტორთან (დავით მამისაშვილთან) სოფელ ტყვიავის ტაძრის მამაოსთან (მამა გიორგისთან) და ასევე მოსხლეობაში. მოძიებული მასალის და ჩემი დახმარებით მოამზადეს პროექტის პროდუქტები,რომლებიც ეტაპობრივად განვათავსეთ ბლოგზე.
ü 24 მაისს სკოლაში მოეწყო პრეზენტაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დაწყებითი კლასის მოსწავლეებში კი მოეწყო სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გააქტიურების მიზნით.პროექტზე მუშაობა წარიმართა ეროვნული სასწავლო გეგმის და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების მოთხოვნის შესაბამისად.
საინტერესო და შემოქმედებითი იყო შეხვედრები.გამოიკვეთა ძლიერი და სუსტი მხარეები.მასალის მრავალფეროვნების გამო წავაწყდით სირთულეებს.თუმცა, ინტერნეტი გვიწევდა ეფექტურ დახმარებას.სხვადასხვა ინტერნეტ რესურსი და ტექსტები საშუალებას გვაძლევდა პრობლემები სწრაფადვე დაგვეძლია.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება, გაიწაფნენ Microsoft Pover Point პროგრამის მეშვეობით პრეზენტაციის მომზადებაში.ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში.დაგეგმილმა აქტივობებმა მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია,ინტერესი,გაუუმჯობესდათ დამოუკიდებელი მუშაობის,ჯგუფური,თანამშრომლობითი თუ წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევები. გაუღრმავდათ კომუნიკაციის,მეგობრობის,გულშემატკივრობის თვისებები.განუვითარდათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების,გადაწყვეტილების მიღების,შემწყნარებლობის,სხვისი უფლებების პატივისცემის,დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები.ეს ყოველივე ხომ XXI საუკუნის ძირითადი უნერ-ჩვევებია,რომელთა გარეშეც მოსწავლეებს გაუჭირდებათ სოციუმში ადაპტირება.
პროექტზე მუშაობის პერიოდში გამოვლინდა მცირეოდენი ხელისშემშლელი ფაქტორები.მაგ: გამოკითხვისთვის დაგეგმილ დღეს ძლიერი წვიმა და ქარი,რის გამოც მოგვიწია გამოკითხვა გადაგვეტანა მომდევნო დღეებში.პრეზენტაციის აწყობის დროს გაითიშა ელექტროენერგია.მუშაობის მსვლელობამ კიდევ ერთხელ დამაჯერა დამატებითი მუშაობის ეფექტურობაში.გაიზარდა მოსწავლეების ინტერესები და მოტივაცია.მიზნად დაისახეს მომავალში უკვე მიღებული გამოცდილებით და მეტი ცოდნით შექმნან უკეთესი პროდუქტი.ამასთან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ მუშაობის პროცესი ბევრად დინამიური და მრავალფეროვანი გახადა.მუშაობის ასეთი ფორმა არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ მუშა პროცესში.
საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად.ვინაიდან,გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში,რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული,სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
|
No comments:
Post a Comment