რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის ,,ჩემი სამყარო’’ განხორციელება.პროექტის დაგეგმვის მიზანი იყო აგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით.სამიზნე ჯგუფად შევარჩიე X -XI კლასის მოსწავლეები. დამატებითი მუშაობის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტურია და მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დადგენა.ეს სამუშაოს წარმატების,მოსალოდნელი პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად მიმაჩნია.
პროექტის მიზნის გაცნობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია .ვინაიდან, მათაც მწირი ინფორმაცია ჰქონდათ აუტიზმთან დაკავშირებით. მოსწავლეების მაღალი მოტივაციიდან გამომდინარე შევიმუშავე გეგმა,როგორ,და რა ვადებში,რა რესურსებით ვიმუშავებდი მათთან.პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ ორი კვირის განმავლობაში (20.03.2019წ.- 02.-04.2019წ.).შევიმუშავეთ ქცევის წესები,რომელთა დაცვა უზრუნველყოფდა ეფექტურ მუშაობას.ვმუშაობდით გუნდურად,ჯგუფურად,ინდივიდუალურად.მოვიძიეთ რესურსები,დამხმარე ლიტერატურა და დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით თითოეულ შეხვედრას.
მუშაობა წარიმართა ოთხ ეტაპად:
- მოსწავლეებთან ერთად მოვახდინეთ ჯგუფების შექმნა.ჯგუფებმა გადაინაწილეს დავალებები. I ჯგუფმა მოამზადა ბუკლეტები,II ჯგუფმა კედლის გაზეთი,III ჯგუფმა პრეზენტაცია,IV ჯგუფმა კი აწარმოა გამოკითხვა.
- მოსწავლეებთან ერთად მოვახდინეთ მოძიებული მასალის დახარისხება.დავგეგმეთ გამოკითხვის ჩატარების დღე როგორც მოსწავლეებში და მასწავლებლებში, ასევე მოსახლეობაში.
- მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა,მოძიებული მასალის და ჩემი დახმარებით მოამზადეს პროექტის პროდუქტები,რომლებიც ეტაპობრივად განვათავსეთ ბლოგზე.
- 2 აპრილს მოეწყო პრეზენტაცია სკოლაში და დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს საკუთარი ნახატების გამოფენა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.პროექტზე მუშაობა წარიმართა ეროვნული სასწავლო გეგმის და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების მოთხოვნის შესაბამისად.
საინტერესო და შემოქმედებითი იყო შეხვედრები.გამოიკვეთა ძლიერი და სუსტი მხარეები.მასალის მრავალფეროვნების გამო წავაწყდით სირთულეებს.თუმცა, ინტერნეტი გვიწევდა ეფექტურ დახმარებას.სხვადასხვა ინტერნეტ რესურსი და ტექსტები საშუალებას გვაძლევდა პრობლემები სწრაფადვე დაგვეძლია.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება, გაიწაფნენ Microsoft Pover Point პროგრამის მეშვეობით პრეზენტაციის მომზადებაში.ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში.დაგეგმილმა აქტივობებმა მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია,ინტერესი,გაუუმჯობესდათ დამოუკიდებელი მუშაობის,ჯგუფური,თანამშრომლობითი თუ წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევები. გაუღრმავდათ კომუნიკაციის,მეგობრობის,გულშემატკივრობის თვისებები.განუვითარდათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების,გადაწყვეტილების მიღების,შემწყნარებლობის,სხვისი უფლებების პატივისცემის,დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები.ეს ყოველივე ხომ XXI საუკუნის ძირითადი უნერ-ჩვევებია,რომელთა გარეშეც მოსწავლეებს გაუჭირდებათ სოციუმში ადაპტირება.
პროექტზე მუშაობის პერიოდში გამოვლინდა მცირეოდენი ხელისშემშლელი ფაქტორები.მაგ: გამოკითხვისთვის დაგეგმილ დღეს ძლიერი წვიმა და ქარი,რის გამოც მოგვიწია გამოკითხვა გადაგვეტანა მომდევნო დღეებში.პრეზენტაციის აწყობის დროს გაითიშა ელექტროენერგია.მუშაობის მსვლელობამ კიდევ ერთხელ დამაჯერა დამატებითი მუშაობის ეფექტურობაში.გაიზარდა მოსწავლეების ინტერესები და მოტივაცია.მიზნად დაისახეს მომავალში უკვე მიღებული გამოცდილებით და მეტი ცოდნით შექმნან უკეთესი პროდუქტი.ამასთან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ მუშაობის პროცესი ბევრად დინამიური და მრავალფეროვანი გახადა.მუშაობის ასეთი ფორმა არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ მუშა პროცესში.
საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად.ვინაიდან,გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში,რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული,სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
No comments:
Post a Comment